ექიმი, თამარ ჟამურაშვილი:
“ნათელი მაგალითი იმისა, რაც მილიონჯერ ითქვა, დაიწერა, მაგრამ მავანნი მაინც სკეპტიკურად უყურებენ სამწუხაროდ და იმ მაღალ რისკს, რაც ორსულ ქალბატონებს აქვთ, არად დაგვიდევენ…
ამ პატარა ბიჭის დედა ორსულობის დასაწყისშივე, პირველივე ტრიმესტრში აიცრა კოვიდ-ვაქცინით. ვაქცინა არ გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, მაგრამ ანტისხეულები გადიან! ფაქტიურად დედამ მას საკუთარი იმუნიტეტი გაუზიარა.
განმარტება: დედის ვაქცინაციის შედეგად დედის ორგანიზმში წარმოქმნილი ანტისხეულები გადადიან ბავშვის ორგანიზმში და მასაც იცავენ SARS-CoV-2-ინფექციისგან!
კოლეგებო, განსაკუთრებით მეან-გინეკოლოგებო, ურჩიეთ ორსულებს ვაქცინაცია, თქვენ ორი ადამიანის სიცოცხლე გაბარიათ და თითოეული თქვენი რჩევით ორივეზე აგებთ პასუხს!!
კომენტარები