ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“სოფელი!..
სულ საქართველოში არის… 52 დიდი და ათასობით პატარა სოფელი.
თითოეულს ჰყავს, შესაბამისად, 52 რწმუნებული თუ გამგებელი თუ… ვიღაცა! თანამდებობის პირი.
ამ რწმუნებულსაა თუ გამგებელს აქვს 1000 + ლარი ხელფასი და ამ გამგეობას აქვს მინიმუმ 50 და შეიძლება 300 ათასიანი ბიუჯეტი… შეიძლება მეტიც.
სოფელი!
გაჭირვებული ხალხი! მოხუცები! დაღლილები! საკუთარ კარმიდამოში მოფუსფუსეები! მათთან ბოდიში და, გაუბედურებულები!
სოფელი!
ასევე გიბოდიშებთ – “გაქსუებული” ეს გამგებლები! ქელეხიდან ქორწილებში გადაპატიჟებულები! პარტიული აქტივის შემკრებები და უსაქმურები!
სოფელი!
და ახლა კითხვა – გსმენიათ რომელიმე იმ სოფლის რწმუნებულ-გამგებლის შესახებ, რომელმაც ვაქცინაციის აუცილებლობის თაობაზე თანასოფლელები შეკრიბა? კარდაკარ იარა? ფლაერების დედა ვატირე, მაგრამ, ფლაერები არიგა? ბირჟაზე გავიდა და უსაქმურ ახალგაზრდებს ეკამათა? სოფლის სკოლის პედაგოგებთან ერთად იმსჯელა? ვაქცინაციის მსურველების სია გააკეთა? სამარშრუტო ტაქსი დაიქირავა? თავისი ძველი ML ით დაუარა თანასოფლელებს, ჩააჯინა და ამ სამარშრუტო ავტომდე მიიყვანა?
რაიონულ ცენტში ჩაიყვანა?.. დაელოდა… მერე სადილზე დაპატიჟა და უკან დააბრუნა?
გსმენიათ?
მე – არა!
და არა მარტო იმიტომ, რომ გამგებელი თამაზი ან რწმუნებული ფრიდონი ვერ ფიქრიბენ ამას… არამედ იმიტომაც, რომ ცებტრიდან დირექტივა არ მიუღიათ!
პ.ს. თეა წულუკიანი აცრილია?
დაიდოს სია მთავრობისა და პარლამენტის იმ პირებისა, ვინც არ აცრილა არც სინოვაკით, არც სინოფარმით, არც ასტრა ზენეკათი და არც ფაიზერით!
და თუ ეს სია დაიდება, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე მეტი ანტივაქსერი მმართველებში გვყავს!
პარლამენტში… მთავრობაში… საკრებულოებში! გამგეობებში და ა.შ.აღმოჩნდება, რომ “ოცნების” მომხრე კი არა, წევრთა უმრავლესობა… ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მმართველთა უმრავლესობა, აცრილი არაა.”
კომენტარები