დღეს საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბოლო 1 კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს იმ დადებით შედეგს, რომლის მოლოდინიც ჯანდაცვის სექტორს და მოქალაქეებს აქვთ“, – განაცხადა მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 517 098 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 453 488, გარდაიცვალა 6 831 პაციენტი.
კომენტარები