“მნიშვნელოვანი მომენტი პანდემიასთან ბრძოლაში”, – ასე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ქვეყნის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის [FDA] მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცებას.
პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ FDA-ს მიერ ვაქცინის დამტკიცება ორქროს სტანდარტია და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
“ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: თუ თქვენ ხართ იმ მილიონობით ამერიკელს შორის, ვინც ამბობდა, რომ არ მიიღებდა ვაქცინას იქამდე, ვიდრე FDA- ის სრული და საბოლოო დამტკიცება არ ექნებოდა, ეს უკვე მოხდა. მომენტი, რასაც ელოდებოდით, დადგა, დროა წახვიდეთ და ჩაიტაროთ ვაქცინაცია დღესვე”, – თქვა ბაიდენმა.
ცნობისთვის, FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
კომენტარები