როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენების გადაწყვეტილებას – იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს უახლოეს პერიოდში ვერ მოხდება.
ივანე ჩხაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტულია, მოსახლეობის პირველი და მეორე დოზით აცრა. თუმცა, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების ფონზე, ჯანდაცვის უწყება მესამე დოზით ასაცრელ ადამიანთა საკითხს განიხილავს.
„არ მგონია, რომ ეს უახლოესი კვირებისა და დღეების საკითხი იყოს, ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის პირველი და მეორე დოზით ვაქცინაცია. ბუსტერ დოზა მეორე ვაქცინაციიდან 6-12 თვის შემდეგ უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით ასეთი მკაფიო გადაწყვეტილება არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და არც ვაქცინის მწარმოებლის, რომელიმე მარეგულირებლის მიერ მიღებული არ არის, თუმცა გავიმეორებ, რომ არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი განვიხილოთ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ბუსტერ დოზა ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები