ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა:
„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესიით მიმდინარე. ესენი შეიძლება იყვნენ ონკოლოგიური პაციენტები, რევმატოლოგიური დაავადებით დაავადებული ადამიანები – ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია. შესაბამისად, ასეთ ადამიანებში მსოფლიოში განიხილება 6-8 თვის შემდეგ ბუსტერული დოზის დამატება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც განიხილავს ამას და როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, ჩვენც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებთ“.
კომენტარები