„უღირდა ხელისუფლებას ამად? როგორც ჩანს, პოლიტიკურად უღირდა“,- განაცხადა CNews-თან პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, არჩვები უნდა გადაიდოს.
ჩარკვიანის თქმით, ლომჯარიას ეს განცხადება არ მოეწონა, რადგან არჩევნების გადადება ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკურად არ მომეწონა ლომჯარიას განცხადება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ზუსტად ამისთვის ყველაფერი გააკეთა. საერთოდ, ნინოს ძალიან პატივს ვცემ და ამ ტიპის განგაში ცოტა ადრე რომ ავტეხოთ ადამინებმა, ვფიქრობ, უმჯობესია. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ხელისუფლებამ საქმე აქამდე თავად სპეციალურად მიიყვანა. შალვა ნათელაშვილი რომ გამოვიდა და სასჯელზე ისაუბრა, ვიღაცას შეიძლება, ეს პოლიტიკური მიზეზი ეგონა, მაგრამ შალვამ ძალიან სწორი მიმართულებით წაიყვანა. გულწრფელად გეუბნებით: ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებამ უნდა შეიტანოს სარჩელი. ეს საქართველოს თითქმის გენოციდია.
მოდით, ჩვენ არითმეტიკით დავიანგარიშოთ: 10 დღეში გამოდის 630 გარდაცვლილი. წარმოიდგინეთ, საქართველოსთვის ყოველ 10 დღეში 630 გარდაცვლილი რა საშინელება, როცა 3 მილიონიც აღარ ვართ.
ახლა არჩევნების გადადებაზე საუბარი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, მოდით, ვისაუბროთ რეგულაციების გამკაცრებაზე. არ ვგულისხმობ ჩაკეტვას, ჩაკეტვის გარეშეც შესაძლებელია სხვადასხვა სახის რეგულაციის გამკაცრება, პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. რეგულაციების გამკაცრება არ მოითხოვს ჩაკეტვას, ამას სჭირდება კარგი მენეჯმენტი“, – განაცხადა ჩარკვიანმა
მისივე თქმით, ოპოზიციასაც ცოტა ადრე უნდა ეყვირა, რადგან ქვეყანა ამ გენოციდამდე არ მისულიყო.
„ასევე, საჭირო იყო ოპოზიციის ჩართულობა. ვხედავ, რომ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც უნარი შეგვწევს, რომ ერთად დავსხდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი კოვიდთან ბრძოლაში.
ახლა არჩევნების გადადებაზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, მომიტოვეს ნინომ, მაგრამ მე ასე არ ვხედავ. ისე, ლომჯარიას ბევრ საკითხში ვეთანხმები და პატივს ვცემ, მაგრამ გადადება რამდენად სწორი იქნება, ვერ გეტყვით.
გადადებამდე რომ გვეყვირა, 3 თვით ადრე, არ იქნებოდა ურიგო. ყველაზე ვსაუბრობ, ოპოზიციასაც ეხება ეს, რადგან ეს მოსალოდნელი გენოციდი თავიდან აგვერიდებინა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის თქმით, ქვეყანას არ აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ნორმალური მენეჯმენტი, ყველაფერ ამაში კი ხელისუფლებაა დამნაშავე რადგან არაფერი კეთდებოდა და არ კეთდება კოვიდრეგულაციების დაცვის საკითხში.
„არ არსებობს მენეჯმენტი, არ არსებობს მიდგომა, ახლა დგანან და ითვლიან, რომ თურმე, 100-ზე მეტი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს.
აბა, გავიხედოთ, რა კეთდება და რა კეთდებოდა, ტურისტების რა რაოდენობა შემოდიოდა რუსეთიდან. გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ისინი გაყალბებული საბუთებით მოდიოდნენ, რუსეთისგან ეს ხომ არ არის გასაკვირი. ეს უღირდა ხელისუფლებას ამად? როგორც ჩანს, პოლიტიკურად უღირდა!
მესმის ლომჯარიასი და გაგებით ვეკიდები მის განცხადებას, 70 ადამიანი კვდება და დავკეტოთ, მაგრამ პოლიტიკურად, მგონია, რომ ყველაფერი, ეს ჩაფიქრებული გეგმაა ხელისუფლებისგან ან შეგნებულად გაკეთებული, ან მართლა უნიჭოდ მართეს მენეჯმენტი“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
კომენტარები