მიჩიგანის შტატის მცხოვრებმა კრისტინ დიუვალმა აცრილი ადამიანებისთვის დაწესებულ ლატარეაში 2 მილიონი დოლარი მოიგო. გამარჯვების შემდეგ დიუვალმა თქვა, რომ მოგება მის ოჯახს ყველა ოცნების ასრულების საშუალებას მისცემს. ის გეგმავს თანხის ნაწილი სამი შვილის უმაღლეს განათლებასა და სახლის რემონტზე დახარჯოს, ხოლო ნაწილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ სერვისებს გადაურიცხოს.
ვაქცინაციის წასახალისებლად მიჩიგანის შტატში ვაქცინირებულთა შორის გათამაშება ივლისში დაიწყო. ყოველდღიურად ვაქცინირებულთა შორის 50 000-ს დოლარს ათამაშებდნენ. გარდა ამისა 12-17 წლის 9 მოსწავლემ, რომლებიც აიცრნენ სწავლისთვის 4-წლიანი სტიპენდია მიიღეს. რამდენიმე კვირის წინ კი მიჩიგანში ერთმილიაონიანი ჯილდო გათამაშდა.
შტატის მთავრობის მონაცემებით, ლატარეაში მონაწილეობისთვის 2.4 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო სტიპენდიაზე პრეტენდენტთა რაოდენობა 106 000 იყო. 11 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში მიჩიგანში ყოველდღიურად იზრდებოდა პირველი დოზით აცრილთა რიცხვი.
კომენტარები