პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
ჭიაბერაშვილის თქმით, ახლა მთავარი ეპიდემიოლოგების მიერ მოვლენათა განვითარების შეფასება და სათანადო რეაგირების განხილვაა. მისივე თქმით, შესაძლოა, არჩევნები გადაიდოს, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობა მაშინ უნდა დაიწყოს, თუ ქვეყანაში “ლოქდაუნი” გამოცხადდება.
დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგები პრემიერ–მინისტრს მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაში ვერ არწმუნებენ.
“მსჯელობა უნდა იწყებოდეს ეპიდემიოლოგების მიერ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებისა და ამ სცენარებზე რეაგირების განხილვით. ყველამ ვიცით, რომ დიდი დაპირისპირებაა საკოორდინაციო საბჭოზე (დღესაა სხდომა). ეპიდემიოლოგები ვერ არწმუნებენ ღარიბაშვილს, რომ ის უკონტროლობა და ქაოსი, რაც ქვეყანაშია, კიდევ რამდენიმე ათას გარდაცვლილს გვიქადის. აუცილებელია, საჯარო გახდეს ინფორმაცია, რა მექანიზმებს სთავაზობენეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე ღარიბაშვილს და არის თუ არა ამ შეთავაზებაში ლოქდაუნი…
რატომ „მივახტებით“ ხოლმე ეგრევე არჩევნების გადადებას? იმიტომ, რომ – სიტყვა „ლოქდაუნი“ არაპოპულარულია და გვერდს ვუვლით ,”– აცხადებს ჭიაბერაშვილი.
კომენტარები