ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა კიევში განაცხადა:
“ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნილებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა, ხოლო მათთან მიმართებაში გაწეული სერვისები ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილურია. ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე ჯანმრთელობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ამიტომაც ორი წლის წინ მე წამოვიწყე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ინიციატივა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომელიც 12 ქვეყანას დახმარებას სთავაზობს.
“ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით შეგვიძლია. დღესდღეობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინის 4 მილიარდზე მეტი დოზაა შეყვანილი. მაგრამ აქედან 75% მხოლოდ 10 ქვეყანაში იყო გაკეთებული. სამწუხაროდ, გაზიარების სურვილის არქონა ამ პანდემიის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. ეს არის ინფორმაციის, მონაცემების, ბიოლოგიური ნიმუშების, ვაქცინების, ტექნოლოგიების გაზიარების სურვილის ნაკლებობა და, შესაბამისად, ახლა იზრდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან სხვა სამართლებრივი იდეის გლობალური მხარდაჭერა, რომელიც პანდემიაზე მზადყოფნისა და რეაგირებისათვის მძლავრ სამართლებრივ ჩარჩო შექმნიდა”
კომენტარები