“ტვ პირველის” ინფორმაციით, საქართველოში ჟანგბადის მარაგი იწურება. იმ შემთხვევაში, თუ დღეს კლინიკები ჟანგბადის ბალონებით ვერ მომარაგდება, ვითარება უკონტროლო გახდება.
ვახტანგ კალოიანი:
ჟანგბადთან დაკავშირებით დაძაბულობა სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო. ამაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას. მან ეს ყურად არ იღო და ახლა გადაუდებელ სასწრაფო პირობებში უწევს ამ პრობლემის მოგვარება, როცა ვერ ითვლი ჟანგბადის რაოდენობას, რაც საჭიროა ინფიცირების პიკზე, რა თქმა უნდა, ეს ელემენტარულ კვალიფიკაციაზე, უპასუხისმგებლობაზე და არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
მედიის ცნობით, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით კლინიკებს უკვე დაეგზავნათ წერილი, სადაც მინისტრი საავადმყოფოების ხელმძღვანელობას ჟანგბადის დაზოგვისკენ მოუწოდებს. ჟანგბადის დეფიციტის მიზეზად დაგვიანებული რეისი სახელდება, რომლითაც საქართველოში აზერბაიჯანიდან 28 ტონა ჟანგბადი უნდა შემოიტანონ.
კომენტარები