დეპუტატი თამარ კორძაია:
„არჩევნების თარიღი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება 2 აგვისტოს. არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ასეთი ტიპის განცხადებებს ჰყავს პირდაპირი ადრესატი პრეზიდენტის სახით. მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მივიღებდი გადაწყვეტილებას და არჩევნებს გადავდებდი, მაგრამ მე საქართველოს პრეზიდენტი არ ვარ.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ იპოზიციას დაბალი რეიტინგის გამო სურს არჩევნების გადადება“, – ოპოზიციისკენ ხელის გაშვერას სჯობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ.
წარმოგვიდგინონ პასუხები, როგორ აპირებენ პანდემიის მართვას არჩევნებამდე. როგორ აპირებენ პასუხების გაცემას იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარდაიცვალნენ წინა დღეებში. ვის რა ელოდება, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამიტომ ოპოზიციისკენ ხელების გაშვერას სჯობს, საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ“
კომენტარები