უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომპანიასთან იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს. მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე, მათ შორის დამკვირვებლების ჩამოსვლის პროტოკოლებზეც. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე დაგეგმილი, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
კომენტარები