დღეს ქართული ეკლესია შენდობის დღეს აღნიშნავს. თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება საღამოს, 18.00 საათზე დაიწყება.
მსახურების დასრულების შემდეგ კი კმევით, სახარების, ჯვრების, ხატების შემოტარებით აღესრულება ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა. ამის შესახებ გუშინ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომენტარები