საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა:
“არაერთი სტატია დაიწერა და გამოძიება ჩატარდა, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი შარლატანი ბიზნესმენები, რომლებიც ცდილობენ, იშოვონ ფული. წინა კვარტალში, ანტივაქსერებმა მსოფლიოში მილიარდი იშოვეს სხვადასხვა გზით. ისინი თამაშობენ და მანიპულირებენ ადამიანების შიშით და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში ხდება.
რამდენიმე მიმართულება აქვთ – ერთნი თამაშობენ ადამიანების შიშზე, მათ შორის, რელიგიურზე და ამბობენ, რომ ვაქცინა ცუდია და მათ აქვთ „მაგიური გამოსავალი“. ზოგი ყიდის ბალახს, ტაბლეტს და სესიებსაც კი…
ანუ ანტივაქსერულ მოწოდებებს იყენებენ, როგორც მარკეტინგულ გზას, რათა გამდიდრდნენ. მეორე კატეგორია სოციალური ქსელის პოპულარული „ინფლუენსერები“ არიან, ისინი აგროვებენ აუდიენციას და ამ გზით შოულობენ ფულს და არის მესამე კატეგორია, რომელიც აგროვებს აუდიენციას და შემდეგ ყიდის, მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის.
ასეთი რამ მოხდა საქართველოშიც, როცა გამოიყენეს კოვიდის თემა, შექმნეს ჯგუფი და შემდეგ ის ადამიანები აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიის წევრები. ეს ჯგუფი დაიბლოკა რამდენჯერმე”
კომენტარები