ამერიკელმა მკვლევარებმა გამოავლინეს რომ ანტისხეული SARS2-38, ვირუს SARS-COV-2-ის სხვადასხვა შტამებისთვის პრაქტიკულად უცვლელი რჩება და დიდი ალბათობით, ეს ანტისხეული, კორონავირუსის შტამების ფართო სპექტრის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.
ინფორმაციას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა ავრცელებს.
ისინი ამტკიცებენ, რომ აღმოჩენილი ანტისხეული, მცირე კონცენტრაციის შემთხვევაშიც კი, COVID-19-ის სხვადასხვა მუტაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით მუშაობს.
მათივე თქმით, კვლევების მიხედვით, SARS2-38-მა კორონავირუსის “ალფა”, “ბეტა”, “გამა” და “დელტა” შთამების განეიტრალება შეძლო. ეფექტურობა აჩვენა მან “კაპა” და “იოტა” ვარიანტების შემთხვევაშიც, რომლებსაც ახლა მკვლევარები აკვირდებიან.
~~
“ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ ამ ანტისხეულის სხვასთან გაერთიანებაზე ფიქრი, რათა შევქმნათ კომბინირებული თერაპია, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ვირუსს გაუჭირდება”, – განაცხადა პროფესორმა მაიკლ დაიმონდმა.
კომენტარები