მწერალი, თეოლოგი ნოდარ ლადარია:
„ვფიქრობ, საქართველომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი.
არა, აბსტრაქტულ “იმიჯსა” და კონკრეტულ კოვიდსტატისტიკას არ ვგულისხმობ — ჩვენ საერთოდაც არ დაგვიმსახურებია, ვინმემ შეგვამჩნიოს და მერე ოდნავ მაინც შეწუხდეს, ეს რა მოსვლიათო.
მე ვგულისხმობ იმ საფუძველს, რომელსაც უნდა დაეფუძნოს სიყვარული — რაღაც უნდა იყოს კიდევ, გარდა იმისა, რომ შენია, რომ აქ დაიბადე… რაღაც ისეთი, რაც სასაცილოდ არ აქცევს პატრიოტიზმს.
ქართველებმა მორჩილად აიტანეს ძარცვა: თითოეულს იმედი ჰქონდა, რომ თვითონაც მძარცველთა მხარეს აღმოჩნდებოდა, არადა არც ჭკუა და არც ემპათია არ ეყო, რომ ამ შემთხვევაშიც მსხვერპლთან იგივეობას მიმხვდარიყო.
ახლა უკვე ქართველები მშვიდად იტანენ ჟლეტას და ეს ცხადყოფს, რატომ ვერ ხვდებიან მსხვერპლობას: ეს ერთადერთია, რაც შეუძლიათ, ასე ვერ ხვდები, რომ სუნთქავ.
ღირსებადაკარგულ და ნაჩვევ მსხვერპლს კი არაფერი უყვარს და მხოლოდ ერთი რამ ადარდებს: როგორ გაეპრანჭოს მტარვალს”
კომენტარები