კორონავირუსის გამო Turkish Airlines-მა იტალიაში ყველა რეისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ავიაკომპანიის ცნობით, რეისები დროებით 1-ლი მარტიდან შეწყდება. რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე, ავიაკომპანიამ ვირუსის პრევენციის მიზნით, 250 თვითმფრინავში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 820 ადამიანი.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Turkish Airlines-მა კორონავირუსის გამო ფრენები ჩინეთსა და ირანში შეაჩერა.
კომენტარები