დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში თქვა:
სექტემბრიდან, ალბათ, 50 000 დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა, გერმანიის მთავრობის დახმარება იქნება. იცით, რომ ერთჯერადად კეთდება ისეთი ვაქცინაა და არა ორჯერადად.
ხვალიდან 22:00 საათზე უნდა დაიკეტოს რესტორნები, არ იყოს ამაზე დიდი ალიაქოთი, რატომ 22:00 საათზე… სიმღერა, ტაშფანდური და ა.შ. არ გვინდა, შევიკავოთ ცოტა ხანს თავი. შევიკავოთ თავი დიდი შეკრებებისგან, ვატაროთ პირბადე და ყველა წავიდეთ და ავიცრათ”
ამირან გამყრელიძემ, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებასაც უპასუხა:
“უაღრესად პატივმცემელი ვარ ამ ინსტიტუტის. ეს არის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი განვითარების ღერძი. პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს. მაგრამ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონი ნინო შეიძლება მობრძანდეს, მას აქვს უფლება საკოორდინაციო საბჭოზე [ყოფნის] და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები.
ყველაფერთან დაკავშირებით, მარტო არჩევნებთან დაკავშირებით არა, ზოგადად, ეპიდსიტუაციასთან, ქვეყანაში პროცესის მიმდინარეობასთან და ა.შ. სჯობს იქ იყოს დებატები, ვიდრე ახლა ჩვენ საჯაროდ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვინ მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს. არ ვერევი ამ პოლიტიკაში და დამანებონ, რა, თავი”.
კომენტარები