საველე საავადმყოფოები კვლავ აქტიურად განაგრძობენ კოვიდპაციენტების მიღებას. ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 80 ადამიანი გადის მკურნალობას.
პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნოდარ ჩიმაკაძის განმარტებით, კოვიდინფიცირებულთა ნაწილი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, ხოლო 5 პაციენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„დღეის მდგომარეობით საველე ჰოსპიტალში 80-მდე პაციენტია. 15-მდე პაციენტი გავწერეთ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და რეფერალურ კლინიკაში გადავიყვანეთ. ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიდის შესაბამისი მკურნალობა, რაიმე სახის გართულებები არ ყოფილა“, – აცხადებს ნოდარ ჩიმაკაძე.
კომენტარები