კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საარჩევნო კამპანია პარტიებმა აწარმოონ ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ, დაიცვან რეგულაციები და არჩევნების დღეს ამას ცესკო უზრუნველყოფს. აქ რისკები მინიმალურია, – ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძე ოპოზიციური პარტიების მხრიდან არჩევნების გადადების აუცილებლობაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„სახელმწიფო ყოველნაირად ცდილობს შემდეგს: დაიცვას ბალანსი, რომ არ შეფერხდეს პოლიტიკური პროცესები; არ გაჩერდეს ეკონომიკა, რადგან შესაძლოა, ამან დიდი ზიანი მოუტანოს ქვეყანას და ადამიანებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ და ჩვენ რომ სრული ლოკდაუნი გამოვაცხადოთ ისინი შეიძლება, შიმშილის პირას მივიდნენ და ასევე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა კოვიდისგან მიყენებული ზიანი იყოს ნაკლები“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ყველა მოქალაქე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გაერთიანდნენ, რათა ქვეყანაში არც პოლიტიკური, ეკონომიკური პროცესი და არც ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა არ უნდა გახდეს მეორეხარისხოვანი. მდინარაძემ აღნიშნა, რომ უნდა მოიძებნოს ბალანსი, ყველამ ჩაიტაროს ვაქცინაცია და დაიცვას რეგულაციები.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საარჩევნო კამპანია პარტიებმა აწარმოონ ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ, დაიცვან რეგულაციები და არჩევნების დღეს ამას ცესკო უზრუნველყოფს. აქ რისკები მინიმალურია, შედარებით ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო რისკებს შორის. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, დაიცვან რეგულაციები. ჩვენ შეგვიძლია 2-3 კვირაში მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსისგან მიყენებული ზიანი“, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები