ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსთან დაკავშირებით, ზიარების წესის შეცვლის საკითხს ეხმაურება.
„ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი კი ბაქტერიებისგან თავისუფალი. უბრალოდ ღვინოში რომ ჩააწო, როგორც სპირტში, როგორც ხდება დეზინფექცია? რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს პრინციპულად არასწორია, ჩვენ გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, გვჯერა რომ ეს არის სისხლი და ხორცი იესო ქრისტესი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს“-აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
საქართველოს საპატრიარქო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. საპატრიარქო ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ რუმინეთში ერთჯერადი კოვზებით ზიარება დაუშვეს.
კომენტარები