„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფიზიკური პირებისთვის დაწესებული სპეციალური შეთავაზებები ისევ ძალაშია. მომხმარებელი ნებისმიერი ჰიბრიდული მოდელისთვის ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად – 240 ლარად მიიღებს. გარდა ამისა, ტოიოტას სხვადასხვა მოდელში ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული სერვისიც სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფის დაზიანებისა და მისი შეკეთების ხარჯების თავიდან აცილება ზეთის დროული შეცვლით არის შესაძლებელი. ახალი, ორიგინალი წარმოების ზეთი უზრუნველყოფს ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფის უსაფრთხო და ეკონომიურ მუშაობას, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას ზრდის.
რაც შეეხება ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს აღნიშნულ მომსახურებასაც სპეციალურ ფასად სთავაზობს: პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის, ასევე, Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მფლობელებს – 100 ლარად, Toyota Corolla-ს მძღოლებს – 120 ლარად, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს – 135 ლარად.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, ერთგული მომხმარებლისთვის საშემოდგომოდ ახალი შეთავაზებები მზადდება, რომლითაც სარგებლობას ტოიოტას სხვადასხვა მოდელის მძღოლები ასევე სპეციალურ ფასად შეძლებენ.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ნებისმიერ ტექნიკურ სერვისს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ, მომხმარებელს პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების დაცვით მოემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.
მომხმარებელი, რომელსაც სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
კომენტარები