იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს პასუხობს, ვინც კორონავირუსის გამო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს:
“გაერთიანებით დანაწევრებულო ოპოზიციავ, გასაგებია, რომ არჩევნებამდე უკვე წაგებულ არჩევნებში ჩაბმა არ გსურთ, საკუთარი დაბალი რეიტინგის გესირცხვილებათ და გსურთ არჩევნები გადადოთ, მაგრამ საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებების ან მისი გადადების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
თქვენი ახირების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდება.
თქვენ მიმართ არანაირი დათმობა არ იქნება.
ისედაც საკმარისზე მეტია სახელმწიფოსთვის ის საგანგებო რეჟიმი, რომელიც, წლებია თქვნი დესტრუქციისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მოგერიებას დასჭირდა.
წაგებულის პოზიციიდან პანდემიასა და ხალხის სიცოცხლეს იმიზეზებთ, როცა სულ რამიდენიმე თვის წინ ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ( პირბადისა და დისტანციის გარეშე) ხალხს მოუხმობდით, გაჰკიოდით რეგიონ – რეგიონ.
საკმარისი ხალხი მაინც ვერ შეაგროვეთ და როლები მაშინ დანაწილდა- ბოკერიამ “სეფა” გაშალა, ნაცებმა კონცერტი მოსცხეთ და ასე დასრულდა თქვენი წაგებული წაგებაც. ასე იქნება ახლაც… წაგებული წაგების აღიარება ძნელია.”– წერს თამთა მეგრელიშვილი.
კომენტარები