ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენებაზე გააკეთა კომენტარი.
„კოვზიდან არ ვეზიარები მე ბარძიმიდან ვეზიარები. ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის. ორიათასი წელი გავიდა, სხვადასხვა ჭირი იყო და ადამიანები იკურნებოდნენ. მე როგორც ექიმი ვამბობ, თუ ჩვენ შევალთ პანდემიურ ვითარებაში, მაშინ შეიძლება საზიარებლად ერთჯერადი კოვზების გამოყენება, რომელიც შემდეგ დაიწვება, ახლა კი ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, იყოს როგორც არის, – განმარტა მან.
საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
კომენტარები