განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ადვოკატებს სააპელაციოში თელავის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება სურდათ.
საჩივრით დაცვის მხარე აღკვეთის ღინისძიებად შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა ზემდგომმა ინსტანციამ საჩივარი არ განიხილა.
შესაბამისად, ზურაბ ზვიადაურიც და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილიც საპატიმროში რჩებიან.
შემდეგი სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს ჩაინიშნა. ადვოკატები საბრალდებო მუხლის გადაკვალიფიცირებას და ბრალდებულების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები