ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:
“ქუთაისლებო, მობილიზდით! მე-2 და მე-14 დაწესებულებებში დადასტურდა კოვიდი.
პატიმრები ხმას ვერ ამოიღებენ, წავა მძიმე ზეწოლა და გააჩუმებენ ყველას, განცხადებასაც არ გააკეთებს პენიტენციური სამსახური, მაგის ღირსადაც არ ჩაგთვლიან.
მოქმედების დრო მოვიდა!”
ადვოკატი მეორე წერილს წერს და პენიტენციური სამსახურის პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა აბრამიშვილს მიმართავს:
“გეგუთის მე-14 პენიტენციურ დაწესებულებაში, დაიკეტა ორი კამერა, დადასტურდა კორონა. ჩემს ავადმყოფ მსჯავრდებულებს თავი, რომ შევაკალი და ღადაობდი აბრამიშვილო, ვაი, თუ რამე დაემართათ, მერე მოვდივარ დასტა მასალით, შენით დაწერო ახლა განცხადება და გაასწრო ჯობია!
პატრონიანმა, ჯანმრთელმა, შენგან გათავისუფლებულმა ბიჭებმა გიშველონ ახლა. უპატრონო ავადმყოფები ხომ გაიმეტე ჩასახოცად?
შენზე ცოტა ჭჯვიანი არის გაეროს გენერალური კომისარი, იმიტომ მოგიწოდათ ავადმყოფები გაუშვითო, სად წაიკითხე, სად, ფულიანები და პატრინიანები გაუშვიო.
როგორ უნდა უპატრონოების ჩაგვრა და დაცინვა გაჩვენებ.
ზუსტად ვიცი, რომ ორი ჩემი მსჯავრდებული, რომელსაც თითო ფილტვი აქვს ვერ გადაიტანს კორონას.ახლავე დაწერე განცხადება და დატოვე თანამდებობა, დაუყოვნებლივ!
ამ საცოდავების ხარჯზე ხომ ათავისუფლე პატრონიანი, ჯანიანი კრიმინალები, დაურეკე მათ და გიშველონ ახლა.”
დღეს, 26 აგვისტოს, პენიტენციურმა სამსახურმა მედიასთან დაადასტურდა, რომ N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულების რვა მსჯავრდებულს კოვიდ-19 დაუდასტურდა. უწყება ამბობს, რომ ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ პენიტენციურ სამსახურს, 26 ივლისიდან დღემდე, რუსთავის ციხეში მომხდარ სისხლიან გარჩევაზეც არ გაუკეთებია განცხადება.
გაცნობებთ იმასაც, რომ პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაციის მხრივ, პენიტენციურ სისტემაში საუკეთესო მაჩვენებელია:
“ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, – ეს ეხებათ, როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს.” – განაცხადა პაატა იმნაძემ 13 აგვისტოს.
კომენტარები