“ალიამ” შეკრიბა ხალხის კომენტარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის სოციალური გვერიდიდან და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური გვერდიდან.
აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ და არც მეორე გვერდზე, ანტივაქსერული კომენტარები არ კონტროლდება, არც არავინ პასუხობს, არც იშლება, ასე მაგალითად, დაავადებათა კონტროლის გვერდზე, რამდენიმე პოსტის ქვეშ შეგხვდება კომენტარი “არა მხეცის ვაქცინას”, ან შეგხვდება სქრინი, სადაც წერია, რომ “პაატა იმნაძის ახლობელმა რაღაც სხვა ვაქცინით აიცრა”. ბევრად უარესი მდგომარეობაა ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ ამ კომენტარებს არავინ კითხულობს და თუ კითხულობს, არაფერს აკეთებს. ანტივაქსერულ კომენტარებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარ გვერდებზე ისევ მივუბრუნდებით, ახლა კი გთავაზოვთ კომენტარებს, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას სინამდვილეში, როგორ ითხოვენ ამცრელი ბრიგადების დამატებას, როგორ ვერ მიდიან აცრაზე, როგორ არ ურეკავენ ექიმები და ა.შ. არც ამ კომენტარებს აქვთ პასუხი გაცემული გვერდზე. არც დაპირება მათ, არც ინფორმაციის მიწოდება, არაფერი.
მისი უდიდებულესობა ხალხი:
“ქუთაისში 36 ნომერ მარშრუტკის მძღოლს ამას წინათ მივეცი შენიშვნა რომ არც თვითონ და არც მგზავრებს თითქმის ყველას არ ეკეთათ ნიღაბი. მძღოლმა პროვოკატორი მიწოდა და ხალხიც მის მხარეზე დადგა. გავჩუმდი. აქეთ დამადანაშაულენ. შენ თუ გინდა გაიკეთეო. სხვაზე ზრუნვას თავი დაანებეო. აი შედეგიც.”
“ტესტირებები საჯარო სამსახურებში უფასო უნდა იყოს არა აცრილებისთვისაც 20 პროცენტს რო მიქვითავ საშემოსავლოს”
“როდის დადგება ის პერიოდი როცა ამათ სიფათებს აღარ დავინახავთ”
“რა სასაცილოა, თქვენვე წაახალისეთ ის ადამიანები, ვისაც პირბადე არ ეკეთა და არ გადაახდევინეთ ის თანხები, რაც ,,დააკისრეთ,, ჯარიმის სახით. ახლა გიკვირთ ეგ მაჩვენებელი? ტრანსპორტის აკრძალვამ რა გამოიწვია მაგ საკითხში? ის, რომ კომპანიების მიერ დაქირავებულ ტრანსპორტში არავის არ უკეთია პირბადე. მთლად თქვენივე გახლართულ ქსელში ნუ გაებმებით.. სირცხვილია.”
“რატომ არ ხდება აცრის შესახებ მოსახლეობასთან განმარტებითი შეხვედრები, ნაწილს არ ჯერა თუ პანდემიაა მსოფლიოში და ათას სისულელეს წერს, შემეცნებითი შეხვედრები მოაწყვეთ, გააგებინეთ და აუხსენით, თავისი უცოდინრობით და შიშით თავს რისკის ქვეშ აყენებენ, მილიონობით თანხებია გამოყოფილი, თქვენ ვალდებულებაა”
“ეს რა უპასუხისმგებლობაა სადაა ჯანდაცვაა ეს კორონიანები გარეთ რო დადიან და სეირნობენ. ოჯახის წევრებიც. სადა თვითიზოლაცია კოვიდ სასტუმროებიი. ისეა ხალხი განაგლებული აღარაფერს ერიდებიან ჯარიმები მოუხსნეს და არც ეშინიათ. ჩვენ რა დავაშავეთ პირადად მე შიშით ვერ გავდივარ ორსული ქალი იმის გამოო როო ისინიი დადიან. შუაღამე მიწევს გასვლაა. რატო არ აკონტროლებს ამას ჯანდაცვაა?”
“ტრანსპორტი დააბრუნეთ, ტაქსისტები 12 ლარს ითხოვენ გეპეიდან ვაკის პარკამდე!! კორონასგან დაცვა თუა ტაქსისტისგან არ გადაგვედება? დღეში 100 კაცი უჯდება მაგასაც. 1 წელზე მეტია ეს ვირუსი არის და ისევ ამ პლასტინკას ატრიალებთ, როდემდე უნდა აწვალოთ ამ გაუბედურებული ქალაქის მაცხოვრებლები.”
“რატომ არ აკონტროლებთ პირბადეეებსს, თუკი პირბადეე დაგვიცაავსს.?”
“მიხედეთ სადგურის ბაზრობას! უკეთეს შემთხვევაში ყელზე აქვთ ჩამოკიდებული ტურტლიანი პირბადე!!!”
“სოფლის ექიმებს რატომ არ რთავენ კითხეთ ერთი რა?”
“პირბადე დაურიგეთ ხალხს”
სოფლის ექიმები ჩართეთ ონლაინ მართვაში, გთხოვთ.”
“ექიმი სად არის, რატომ არ რეკავს ოჯახის ექიმი? სამ ადამანს გვაქვს კოვიდი. მთელი დღე მეტყველებაში მავარჯიშებენ, ვკარნახობ მონაცემებს..”
“ავლაბრის კლინიკაში ორი კვირაა ტესტები გათავდა და ვერ აღირსეს მოტანა. ხალხი მიმწყდარია ისანში ევექსის კლინიკაში. დილის 9 ზე მისული, 79 -ე ვარ და ეხლა 12 :26 ზე ჯერ 30 ია გაშვებული, ჩემს უკან 79 კაცზე მეტი დგას, ან ჩვენ რას გვაწამებთ, ან იმ ერთ ექთანს, მოიტანეთ იმ დედააფეთქებულ პოლიკლინიკაში ტესტები და განაწილდება ხალხი. დარწმუნებული ვარ არ მაქვს, მაგრამ მივემგზავრები და მჭირდება. თუ ეხლა ამდენ ხალხში არ ავიკიდე კორონა, მიაქციეთ ყურადღება, ხალხი არა ხართ?”
“გამაგებინეთ ხალხო, რად მინდა აცრა თუკი მოხდილი მაქვს უკვე კოვიდი და ჩემი ანტისხეულები გამაჩნია?ასე თუ ზრუნავთ ხალხზე, ანტისხეულებზე ანალიზები დააფინანსეთ! ან ხელმისაწვდომი გახადეთ.”
“ტრანსპორტი გახსენით რითი ვიაროთ სამსახურებში ამაზე გაქვთ ვინმეს პასუხი?ტაქსები ისეთი ფასები ღირს 10დღე არ გვეყოფა ხელფასი სამოძრაოდ. ტრასპორტის გაჩერებით უარესად ზარალდება ხალხი ეს მაინც ვერანაირ შედეგს ვერ იძლევა. დაამატეთ მარშუტკები და ავტობუსები რომ ერთმანეთს არ იყოს ჩახუტებული ხალხი გამოსავალი ამაშია. კი არ უნდა აჩერებდეთ უნდა ამატებდეთ ტრანსპორტს და ნახევარი საათი არ უნდა ველოდებოდეთ გაჩერებაზე”
“კვების ობიექტებიდან ამ ტემპებით მარტო სახაშეები იმუშავებს”
“რა კვების ობიექტებს სამუშაო საათებს თუ შეუმცირებთ, ხო რას ამბობთ ამით შემცირდება დაინფიცირება!!!!! მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ნიღბის ტარება ღია სივრცეში!! ნიღბის ტარება სწორად და არა ნიკაპზე ჩამოდება ან იდაყვზე გაკეთება ნიღბის!!!!! საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, არცერთ ქვეყანაში ტრანსპორტი არ გაჩერებულა, დაამატეთ ავტობუსები, ნამდვილად არ აქვს ხალხს იმის საშუალება 10ჯერ ძვირი ტარიფი გადაიხადოს ტაქსებში…#საქართველოსმთავრობა დაფიქრდით რას აკეთებთ!!!!!”
“მაინცდამაინც კოვიდინფიცირებული უნდა ვიყო,რომ სასწრაფო გამოვიძახო?ექიმთან წასასვლელი ტაქსების ფული არ მაქვს. თქვენი პრინციპების გამო უნდა მოვკვდე და დაარქვათ კოვიდით მოკვდაო.”
“კბილი მტკივა და თუ მოვკვდი კოვიდს არ დააბრალოთ უფულობის ბრალიააა“
“უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტური, არასწორი კადრებით დაკომპლექტებული ქოლ-ცენტრის ოპერატორები მინიმალური ზრდილობით გამორჩეულები! მინიმუმ სირცხვილია როდესაც პაციენტი გირეკავს ჯერ 55 წთ ვრეკავთ შემდეგ პასუხობ ისედაც განერვიულებულ პაციენტს! ამისამართებ 112 ამ დროს 112 გვამისამართებს1505 ჩამოყალიბდით და ადამიანები ჩააგდეთ რამედ მაინც! არ არსებობს ოჯახის ექიმები და ამ დროს სამინისტროდან მონიტორინგმა 3 ჯერ დარეკა ოჯახის ექიმები გადაამზადეთ და დაამატეთ რომ ადამიანებმა შეძლონ კომუნიკაციის დამყარება ვინმე კომპეტენტურთან!”
“დღეს დაგეგმილ ვაქცინაციაზე ვერ წავედი ტრანსპორტის გამო. ტაქსმა ისეთი თანხა მოითხოვა, იმედია გამოჩნდება ადგილები სახლთან ახლოს მდებარე კლინიკებში”
“ტრანსპორტი გახსენი რესტორნები დაკეტე”
“ვითვალისწინებ რა დღევანდელ მდგომარეობას, მსურს გამოვხატო უდიდესი პატივისცემა თითოეული ექიმის მიმართ. ვარ დასაქმებული მაგრამ შემიძლია უქმე დღეს, შაბათს მოგემსახუროთ უსასყიდლოდ საველე ჰოსპიტალში თბილისში. ნებისმიერ სამუშაოზე, რასაც დამავალებთ!!! ტ.599638338 ზაზა”
“რაც შარშან ხდებოდა არჩევნების წინ ის ხდება დღესაც ხალხი ნებაზე მიუშვეს რადგან ეშინიათ არჩევნებს წააგებენ.”
“ტრანსპორტი კი არ უნდა გაგეჩერებიათ უნდა დაგემატებინათ, ტაქსებში უარესი დავირუსება ხდება, აცრილი მძღოლები პირბადეს გარეშე (ვინ იცის რა ჭირს)და აცრილი კლიენტები პირბადეს გარეშე, მერე იძახით რატომ მატულობსო დაინფიცირება, ავტობუსში პირბადე მაინც ეკეთა ხალხს”
“12 წლიდან დაწყებულია ვაქცინაცია ამერიკაში,კანადაში,ისრაელში და ევროპაში, იმათ თუ მისცა უფლება ჯმო ჩვენ რატომ არ გვაძლევს, ჩვენთან სხვანაირი ბავშვები არიან, რა ნაწილნაწილ იძლევა რეკომენდაციას. თუნდაც მესამე დოზით აცრაზე, თუ საჭიროა გამოაცხადეთ. ისრაელისთვის შეიძლება, ჩვენთვის არა?”
“ექიმები სადააა რატომ არ გვეხმაურებიაან სად გყააავთ სააად… ექიმები არ უკავშირდებიან კოვიდიანეებს იციიიით? ესააა მუშაოობაა?”
“საქართველოს მთავრობას!!! პირველ რიგში უნდა გამოაცხადოთ სრული ლოკდაუნი, რომ დაიწიოს ინფიცირების ზღვარი მინიმუმამდე, შემდეგ უნდა მოაგვაროთ ვაქცინაციის პროცესი, თქვენ არ უნდა იცოდეთ, ინფიცირების ზღვარი როდესაც მაღალია ქვეყანაში, ვაქცინირებულებიც ინფიცირდებიან და ეს დროზე თუ არ მოაგვარეთ კოვიდ ინფიცირებულების და სიკვდილიანობის რიცხვი არ დაიწევს და ქვეყანა განახევრდება.”
“მთავარია ჩააგრიხინონ არჩევნები როგორმე და სულ არ კიდიათ ყველაფერი?! ექიმების სპეც.ეკიპირებას აღარ უზრუნვრლყოფენ და რომელ რეგულაციებზე იზრუნებენ ესენი. ჯარიმების გარეშე და ქართველების თვითშეგნების იმედად არ უნდა ვიყოთ, ვერ ხვდება ხელისუფალი?”
“ფაიზერის ვაქცინაზე დარეგისტრირება რუსთავში აღარ ხერხდება, მხოლოდ ბოლნისი, მარნეული, გარდაბანია ჩამონათვალში. იქნებ, დაგვეხმაროთ და მიაწოდოთ ქალაქს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა. ყველას არ აქვს საშუალება, თბილისში ან სადმე სხვაგან ტრანსპორტირების. მადლობა”
“ვაკეში გახსენით მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი. გადაეცით თქვენს ხელმძღვანელებს – NCDC პიარ სამსახურს მოგმართავთ. მოხუცებს არ შეუძლიათ სხვა უბნებში სიარული”
“ყველგან ასე ხდება როგორც ბორჯომში?? ტესტს რომ აკეთებენ მერე იქვე აცრას აკეთებენ იგივე პირები იგივე ხელთათმანებით?? რამე ჰიგიენის დაცვა ხდებაა?? კითხვა მაქვს ?? ბორჯომში რა მდგომარეობა და როგორ ხდება აცრა იცით?? რამე მონიტორინგს ახორციელებთ?? აცრისას რომ ხდება დაინფიცირება მაგაზე ვინაა პასუხისმგებელი?? რომელ პანდემიის მართვაზეა საუბარიი??”
“5 დღეა ოჯახის ექიმის ზარს ველოდებით, არავინ გამოდის კონტაქტზე არც კითხულობენ ცოცხალი ხარ თუ მკვდარი? 112ზე 1505 პასუხი არ აქვთ ნორმალური.ამდენი სიკვდილიანობა უყურადღებობის გამო არის. დიდი მადლობა მე10 დღეს ნუ მომიკითხავთ”
“მინდა ხანდაზმული ოჯახის წევრის აცრა სახლში, რადგანაც ვერ გადაადგილდება. სამჯერ ჩავაწერინე მონაცემები 1522 ზე ოპერატორს, 2 კვირა გადის უკვე და პასუხს ვერ მეუბნებიან როდის მოვლენ, თავიდან მაქს.ერთი კვირა მითხრეს, ახლა მეუბნებიან, რომ მისამართზე რამდენიმე უნდა შეიკრიბოს, მოკლედ ძალიან დაულაგებელია ეს თემა. ( ადგილმდებარეობაა ქ.თბილისი)“
“გამარჯობა, მაინტერესებს, იმერეთის ყველა რაიონში რომაა ამცრელი პუნქტები (რაც რა თქმა უნდა კარგია), ჭიათურამ რა დააშავა? ბევრ ჭიათურელს არ აქვს ფიზიკური ან/და მატერიალური საშუალება რომ სხვა რაიონში გადავიდეს ასაცრელად და არ იგეგმება მობილური პუნქტები მაინც რომ დაემატოს?”
“სოფლებში რატომ არ აგზავნით ამცრელ ჯგუფებს, რატომ? თუ სწრაფი ტემპით არ მოხდა ვაქცინაცია და ისევ მუტაციები დატრიალდა, რაღა აზრი ექნება ჩემს აცრას? ჩემზე უკეთესად იცით ეს თქვენ და გელოდებით სწორი ნაბიჯებით”
“ხომ შეიძლებოდა ადრე დაწყებულიყო ეს პროცესი და ამ დღეში არ ვიქნებოდით!”
“სი@ებო ტრანსპორტის გაუშვით, დღეში 50 ლარი მიჯდება ტაქსი, უნიათო მკითხავებო”
“რაჭაში ეგ 207 ადამიანიც, თბილისიდან ჩამოსულია. ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციაზე ძალიან მწირი (ხშირ შემთხვევაში – არასწორი) ინფორმაცია აქვს. და თუ მაინც გამოჩნდა მსურველი, სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან რთულია ჯერ ვიზიტის დაჯავშნა და შემდეგ ვაქცინაციის პუნქტამდე მისვლა. კარდაკარ ვაქცინაცია აუცილებელია”
კომენტარები