ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და გიორგი გოგიჩაიშვილი პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულის ადვოკატს ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს
ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ დარბაზში კიდევ ორი ბრალდებულის ბორჯომის მერისა და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას ადვოკატის განცხადებით ლიპარტია ბრალს არ აღიარებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი 29 თებერვალს დააკავა.
კომენტარები