ტელეკომპანია იმედმა ევროპულ საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარი უთხრა.
ტელეკომპანია იმედი ამბობს, რომ მათი რეკლამა სიძულვილის ენას შეიცავს და ამიტომ არ გაუშვებენ მათი ეთერით.
“ტელეკომპანია იმედი სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო.
არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს. ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა”,- ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
ფაქტს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“იმედმა თქვა ევროპული საქართველოს კლიპი სიძულვილით სავსეა და არ გავუშვებთ ეთერშიო. სისხლი რომ ჩამოსდიოდათ კედელზე, სისხლიანი 9 წლის აღსანიშნავად, და ჰეროკრატია რომ repeat mode-ზე აქვს დაყენებული, ის არხი გვესაუბრება სიძულვილზე.
და სიძულვილი გამოიხატება იმაში, რომ მოღალატეებად და კორუმპირებულებად მოვიხსენიებთ ქართულ ოცნებას და ადამიანებს დახმარებას ვთავაზობთ თუ მათ უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნიან. ჯერ სად ხართ – ძალიან კარგი შინაარსი გელით წინ.
P.S. და რა ნაივურობაა იმის ფიქრი, რომ ასეთი მოქმედებებით უფრო არ გავზრდით ინტერესს იმის მიმართ, რასაც ინტერნეტით ისედაც ყველგან გავავრცელებთ”
კომენტარები