პარტია ,,ქართული ოცნების” შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
,,ულამაზესი ჭვანის ხეობის, ჭვანის, ცხემლისის, ტაკიძეებისა და ხიჭაურის მცხოვრებლებს შევხვდი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან – მალხაზ ტაკიძესთან და როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად.
ვისაუბრეთ მოსაგვარებელ საკითხებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
ადგილობრივი მოსახლეობა გულთბილად დაგვხვდა და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. ჩემგანაც სრული მხარდაჭერა ექნებათ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ სოფელში მცხოვრებ გლეხს, ცხოვრებისათვის უკეთესი პირობები შევუქმნა”, აცხადებს ომარ ტაკიძე.
კომენტარები