ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია
“ჯერჯერობით სიკვდილობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, რადგან შემთხვევები, ჩვენ თუ შევხედავთ 2 კვირის წინ შემთხვევების რაოდენობას, პროგნოზულად აქედან 1,3%-ია ჩვენთვის მოსალოდნელი პროპორციული რაოდენობა, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს. უბრალოდ, მედიცინამ ჯერჯერობით მეტი შესაძლებლობა ვერ მოძებნა, რომ ამის იქით სიკვდილობა შემცირდეს”
“ალიას” მკითხველს, შეგახსენებთ, 19 აგვისტოს, იგივე თამარ გაბუნია ამბობდა:
“ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე სამწუხაროდ, გარდაცვალება არის შემთხვევების 1%-ში მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად თუ 5000 ადამიანი ინფიცირდება, აქედან მოსალოდნელი გარდაცვალება არის 50 შემთხვევა.”
რატომ გაიზარდა სიკვდილობის მაჩვენებელი 1 პროცენტიდან 1,3 პროცენტამდე – ამაზე თამარ გაბუნია კომენტარს არ აკეთებს.
23 აგვისტოს ექიმი, ბიძინა კულუმბეგოვი, წერდა:
“553 დან 1 საქართველოს მოქალაქე მოკვდა კოვიდით! ბოლო ერთი კვირაა 100 ათას მოსახლეზე ამდენი ადამიანი არსად არ ავადდება (129) და ამდენი ადამიანი არცერთ ქვეყანაში არ კვდება (1.35) კოვიდით”
“ალია” შეგახსენებთ,
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 532 171 , ბოლო 24 საათში – 4 128
მათ შორის გარდაცვლილი – 7 028 , ბოლო 24 საათში – 79
კომენტარები