მოკლული ნიკა კენჭოშვილის დედა, ნანა კენჭოშვილი მომხდარზე საუბრობს “კურიერთან” და ამბობს”
“ჩემი შვილი არ იყო მკვლელი… ჩემი შვილი იყო პატიოსანი, მშრომელი ბავშვი.
ზვიადაური რომ მოქცეულიყო ნორმალურად, ეს ამბავი არ მოხდებოდა. მე ვთვლი, თავისი ძმის, მეგობრის და ჩემი შვილის მკვლელი არის ზვიადაური.
ვიცი, რომ ნიკამ არ გაისროლა, ნიკა დაჭრილი მივიდა იარაღთან და დაიცვა თავისი ძმები. ნიკა ნამდვილად იყო თავდაცვის რეჟიმში. ამაში დარწმუნებული ვარ.
მითხრეს, რომ ზურგში აქვს დანა ჩარტყმული, რამდენად მართალია, არ ვიცი. მე არ მაჩვენეს…”
შეგახსენებთ, ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობა ზურაბ ზვიადაურს ედება ბრალად.
კომენტარები