მძიმე ეპიდემიური ვითარებაა ქუთაისის ციხეში. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ნომერ მეორე დაწესებულებიდან 30 პატიმარი ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც პატიმრებისთვის კოვიდ მიმღები ბლოკი მოეწყო.
ადვოკატები ამბობენ, რომ ციხეში კოვიდ 19 მასობრივად გავრცელდა, უფლებადამცველები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს სხეულის მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებათ და შესაბამის სამედიცინო დახმარებას არავინ უწევთ.
ადვოკატები პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ინფიცირებულ მსჯავრდებულები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.
შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია ციხეებში ვირუსის გავრცელების შესახებ ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა გაავრცელა.
კომენტარები