ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში, რომელიც ევექსის ქსელს ეკუთვნის, 19 წლის ორსულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ 36 კვირის ფეხმძიმე კლინიკაში 30 ივლისს შევიდა.
ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძე:
„30 ივლისს მოგვმართა გოგონამ, უკვე დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით, იმ დროისთვის იყო 36 კვირის ფეხმძიმე. რეალურად, შემოსვლისას სუნთქვის უკმარისობა გამოხატული იყო საკმაოდ მძიმე ფორმით და საჭიროება შეიქმნა გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩატარების. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გოგონას მდგომარეობა კი გაუარესდა და საკეისრო კვეთიდან მეორე დღეს დაგვჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. კორონავირუსული ინფექცია უკვე შორს იყო წასული, მოგვიწია მის სასუნთქ სისტემაზე სრული კონტროლის დამყარება. გოგონა 2 აგვისტოს გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობის სტაბილიზება ვერ მოხერხდა და გუშინ საღამოს გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით არ იყო აცრილი”
კომენტარები