საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 4 სექტემბრიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
“ამ ეტაპზე, ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ ამ საკითხზე დადებითი პასუხი გითხრათ”, – განუცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ქვეყანაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
კომენტარები