დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ვებინარის მსვლელობისას “ალიას” კითხვას პასუხობს.
– ვაქცინების რა ოდენობაა დარჩენილი? ვგულისხმობთ არა იმ მარაგს, რომელიც გადანახულია მეორე დოზისთვის – არამედ, იმ ოდენობას, რომელიც იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც აწი აპირებს აცრას.
-“ფაიზერის” და “სინოვაკის” სერიოზული მარაგია დარჩენილი. მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა “ფაიზერის” მილიონნახევარი დოზა, ნაწილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გვაჩუქა და ნაწილი შევიძინეთ. გარდა იმისა, რაც დაჯავშნულია უკვე პირველ თუ მეორე დოზაზე, დარჩენილია კიდევ 700 000 დოზა ფაიზერის ვაქცინა, რაც საკმარისია 350 000 ადამიანის ასაცრელად.
დარჩენილია 850 000 სინოვაკის დოზა, რომლითაც შესაძლებელია 400 ათასზე მეტი ადამიანის აცრა ორჯერადად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვაქცინაა, რადგან, მოგეხსენებათ, მეორე დოზის გაკეთება, სინოვაკის შემთხვევაში ხდება 2 კვირაში და მით მეტად სწრაფად ხდება იმუნიტეტის გამომუშავება.
გერმანიის მთავრობისგან ველოდებით 50 000 ჯონსონი და ჯონსონის ვაქცინას, რომლითაც შესაძლებელია 50 000 ადამიანის აცრა, რადგან, ეს ვაქცინა ერთჯერადი დოზით კეთდება.
წითელი ჯვრიდან ველოდებით 100 000 სინოფარმს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იგი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინაა ქვეყნაში. ჩვენ გვექონდა 600 000 დოზა სინოფარმი, დარჩენილია ის დოზები, რომლებიც საკმარისია მათთვის, ვისაც ჯავშანი უკვე აქვს გაკეთებული ამ ვაქცინაზე, ან ვინც მეორე დოზა უნდა გაიკეთოს. ახალი ჯავშნები დროებით შევაჩერეთ ამ ვაქცინაზე.
მოგეხსენებათ, პრემიერის გადაწყვეტილებით, მოხდება ფაიზერის 2 მილიონი დოზის შესყიდვა.
დათმობის წესით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მივიღებთ ასევე ვაქცინებს და არ ჩამოვთვლი ახლა, რომელი ქვეყნებიდან.
აგვისტოს ბოლომდე სულ ჩატარებული იქნება, ჩემი მოლოდინით 700 000 აცრა, ეს სამჯერ მეტია ლამის, ივლისში ჩატარებულ აცრებზე. არ ვგულისხმობ 700 000 ადამიანს, ჩატარდა 700 ათასი აცრა, ამაში შედის, პირველი დოზაც და მეორეც. სექტემბერში განვიხილავთ მილიონი აცრის ჩატარებას, ოქტომბერშიც ასევე და ამ რაოდენობის აცრისთვის, საკმარისი იქნება ვაქცინა, აღარ ვსაუბრობ ნოემბერ-დეკემებერზე, როდესაც კიდევ მეტი ვაქცინა გვექნება ქვეყანაში.
დღეისათვის ქვეყანაში 450 სრული ბრიგადა მუშაობს აცრისთვის და დღეში 35-40 ათასი აცრის გაკეთება შეგვიძლია. ვაპირებთ მარათონის გამოცხადებასაც, როცა გარკვეულ დღეებში 50 ათასის და მეტი ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.
მოგეხსენებათ ასევე, თბილისის მერიის თაოსნობით და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩართულობით და კოორდინაციით, თბილისში ივლის ავტობუსები, სადაც მოწყობილი იქნება ასაცრელი სივრცე, ეს ავტობუსები გადაადგილდება ყველა უბანში და მათი ოდენობაც გაიზრდება.
ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ასევე წამახალისებელ ღონისძიებებზე, კერძოდ, ლატარიაზე და თქვა, რომ სექტემბრიდან აპირებს მთავრობა აცრილი ადამიანებისთვის ლატარიის გათამაშებას.
ამირან გამყრელიძემ, მედიას მოუწოდა, აიცრან და მოუწოდონ საზოგადოებას აცრისკენ.
კომენტარები