იტალიაში კორონავირუსის საფრთის გამო „ლა სკალას“ ოპერის სახლი დროებით დაიხურა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევევის რაოდენობა ერთ დღეში 50%-ით გაიზარდა.
ამის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებებისა და შეხვედრების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 34-ს აღწევს, სულ ქვეყანაში 1701 ადამიანია ინფიცირებული.
კომენტარები