აშშ-ში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
70 წლის კაცს ვაშინგტონის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აშშ-ში კორონავირუსით პირველი ადამიანი 29 თებერვალს გარდაიცვალა. 26 თებერვალს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ დროისთვის, კორონავირუსმა მსოფლიოში სამი ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი. გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი პაციენტი.
კომენტარები