ექიმი, ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი:
მოკლედ გავცემ პასუხს ორ ჩემ მეგობარს, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს, რომელთა აზრს ყოველთვის პატივს ვცემ, თუმცა ზოგჯერ არ ვიზიარებ.
ძალიან მსაყვედურობენ თუ რატომ არ ვებმები პოლემიკაში, არ ვცემ პასუხს თითოეულ კომენტარს რომელიც იდება ჩემს პოსტებზე. ჯერ ერთი თუ დახედავთ ჩემს პოსტებს, ზოგ მათგანზე კომენტარების რაოდენობა აჭარბებს ათასს, და უბრალოდ შეუძლებელია მათზე პასუხის გაცემა. მეორეც ჩემი კლავიატურაზე ბეჭდვის სისწრაფე, ვერ აუვა იმ უამრავი საკითხის განხილვას, რაც დაგროვდა, თუმცა არავინ იწუხებს მათზე პასუხის გაცემას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემი გრაფიკი იწყება დილის 8 საათზე ამბულატორიული პაციენტების მიღებით, გრძელდება სტაციონარებით და მთავრდება ვაიბერით დისტანციური კონსულტაციებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოთავსებულ კოვიდ პაციენტებთან დაახლოებით 11-12 საათისთვის და მძინავს 5-6 საათი. ამ პირად დეტალებს იმიტომ გიყვებით მხოლოდ, რომ ყოველი ჩემი პოსტის დაწერა დიდ ძალისხმევად მიღირს და სიტუაციის სიმძიმეს რომ არ ვაცნობიერებდე არაფრის დიდებით არ გავაკეთებდი ამას.
ამჯერადაც უბრალოდ ვერ დავტოვებდი ამ ორი, ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების შენიშვნებს, თორემ შემდეგშიც პასუხები და დისკუსიაში შესვლა ვერაფრით ვერ იქცევა წესად. მითუმეტეს ვერ შევალ დისკუსიაში ზოგიერთ „ექსპერტთან“, რომელმაც ერთი თვის წინ ჩემი ვიდეო-პრეზენტაციით შეიტყო პირველად თუ რას ნიშნავს ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება და დღეს უკვე „დეტალურ ექსპერტულ“ ანალიზს დებს თავის გვერდზე ამ თემასთან დაკავშირებით.
1. ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებაზე პანდემიურ ვირუსთან მიმართებაში, თითქოს ჩატარებულია მრავალი კვლევა ცხოველებში და ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება არ დადასტურდა.
ამ არგუმენტს ვერ დავეთანხმები, არანაირი პრეკლინიკური (ლიცენზირებამდე) კვლევები ცხოველებში ამ კუთხით არ არის ჩატარებული, ამას პირდაპირ აღიარებს EMA (ევრობის წამლების სააგენტო) იმ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც ფაიზერისთვის გაიცა გადაუდებელი გამოყენების ლიცენზია წლის დასაწყისში (ეს დოკუმენტი დევს ინტერნეტში, გასაჯაროვებული აქვს თავად EMA-ს). ამავე დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი ის საკითხი, რომ მნიშვნელოვანი ნაკლია ლიცენზირების დროისთვის ასეთი კვლევების არარსებობა, და სთხოვს მწარმოებელს (წესით უნდა ავალებდეს),რომ შემდგომში ჩაატაროს ასეთი კვლევები. ასეთი კვლევები შემდგომში არ ჩატარებულა. ეს საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი.
2. თუ არსებობს ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება, მას აუცილებლად დავინახავდით აქამდე, და ეს ვერ დაიმალებოდა
ვერც ამ არგუმენტს გავიზიარებთ, რადგან ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება ძირითადად გამოვლინდება, როდესაც მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად დაიწევს, რასაც დელტა შტამთან მიმართებაში დაახლოებით 6-9 თვე სჭირდება, ან მაშინ როდესაც გამოჩნდება სრულად რეზისტენტული შტამი (და ამ პროცესის გარდაუვალობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ) რა შემთხვევაშიც ტიტრს უბრალოდ არ ექნება მნიშვნელობა. სწორედ ეს არის ნამდვილი (არა გაცხადებული) მიზეზი, თუ რატომ გადაცრა ისრაელმა მესამედ მოსახლეობის თითქმის მესამედი (ძირითადად მოხუცი პოპულაცია, რომელიც იყო აცრილი იანვარ-თებერვალში) და ბუსტერით გადაცრის პროცესი იყო გაცილებით სწრაფი, ვიდრე პირველი აცრა – რადგან სასწრაფოდ თავიდან აეცილებინათ ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების შესაძლებლობა. იგივეა სინამდვილეში ის მიზეზი, რის გამოც ამერიკა სასწრაფოდ იწყებს მესამე ბუსტერით აცრას (და მსჯელობა მიდის თუ რომელი თვიდან იქნება ბუსტერი აუცილებელი, ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილება აცრიდან 5-8 თვის დიაპაზონი). რა თქმა უნდა ჯერ ჯერობით ოფიციალურად ამას არავინ იტყვის. 3-ე ბუსტერი ამ ეტაპისთვის მაგ პრობლემას დიდ წილად მოაგვარებს, რადგან დელტა მხოლოდ ნაწილობრივ არის ვაქცინის მიმართ რეზისტენტული და ტიტრის აწევა ამ ეტაპზე შეანელებს პროცესს. მაგრამ როდესაც ვიხილავთ სრულად რეზისტენტულ შტამს, არანაირი ბუსტერი მაგ საქმეს აღარ უშველის. ამის მიუხედავად, დღესაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიგნალი ჩანს, რადგან ის ფაქტი, რომ ისრაელში 50-60 % მძიმე პაციენტებისა არის სწორედ აცრილი (ისრაელში მოსახლეობის 65% ი ამჟამად აცრილია და 60% ორჯერ აცრილი და თუ არ ვცდები 30%-მდეა უკვე სამჯერ აცრილი) ასეთი მაღალი მაჩვენებელი აცრილებში (> 50%) ძალიან მაღალია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ აცრილებში უმეტესად მოხუცები ჭარბობენ).
3. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას ადვილად ამოვიცნობთ. ეს ასე არ არის, რადგან მისი პრეზენტაცია იქნება ისეთივე, როგორიცაა ჩვეულებრივი ციტოკინური შტორმი და დისტრეს სინდრომი. და რაც მთავარია, ასეთი გაცხოველებული აქცენტირება იგივე აშშ-ში, რომ მანდატორულად აცრან რაც შეიძლება დიდი ნაწილი პოპულაციისა, მომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ შეცდობემი ნაკლებად გამჟღავნდეს, და თუ პოპულაციის უდიდესი ნაწილი აცრილი გყავთ, საკონტროლო ჯგუფი აღარ იარსებებს ცხადია, რომელთანაც შეძლებდით შეგედარებინათ ავადობის სიმძიმის განსხვავება
4. და კიდევ მინდა გამოვეხმაურო, სხვა ოპონენტებთან ნანახ კომენტარებს და აბსოლუტურად არასწორად გაგებულ საკითხს, თითქოს მე ვამბობ, რომ ყველანი დავიხოცებით და ამოვწყდებით ვაქცინის გამო. ეს რა თქმა უნდა სრული სისულელეა. აქ საუბარია, რომ რაღაც პროცენტით, გაიზრდება როგორც მძიმე ავადობა, ისევე სავარაუდოდ სიკვდილიანობაც, მაგრამ სიკვდილიანობა (Infection fatality rate) თუ ეხლა არის საშუალოდ 0.2-0.3 %, შეიძლება გაიზარდოს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობ ნიშნულამდე, მაგალითად 0.9 %-მდე ან ნებისმიერ სხვა პროცენტამდე, რაც ნიშნავს რომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი კვლავ განიკურნება ამ დაავადებისაგან, მაგრამ პოპულაციურ დონეზე ეს იქნება უდიდესი დარტყმა და დანაკარგი.
5. და ბოლოს უბრალოდ საილუსტრაციოდ (ასეთი კვლევები სხვაც ბევრია) წარმოგიდგენთ იაპონურ კვლევას, სადაც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია სრულად რეზისტენტული შტამი და ტანაც ლაბორატორიულად დადასტურებული ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების პოტენციალით: https://www.biorxiv.org/…/2021.08.22.457114v1.full.pdf
6. ხოლო რატომ ვერ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება მოდიფიცირებული ვაქცინებით ან ბუსტერებით, მაგაზე ჩემს შემდეგ პოსტებში მექნება საუბარი.”
კომენტარები