საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა. თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძესთან საიდუმლო კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გამოსყიდვის უპირატესობა სწორედ მას აქვს.
საპარტნიორო ფონდმა კომპანია გლობალ ბრენდი 2017 წლის 6 მარტს დაარსა. საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი და ძველი თანაპარტიელია.
საპარტნიორო ფონდის მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისებაა საქართველოში. თავისუფლების მონიტორმა ფონდის პროექტები შეისწავლა და მრავალმილიონიან ხელშეკრულებებში, საეჭვო გარემოებები აღმოაჩინა.
ნახეთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები 2 პროექტის მაგალითზე.
კომენტარები