პროდიუსერი, ნატო დუმბაძე:
ძალიან არასასიამოვნო და მიუღებელია ექიმების ომის ცქერა! მე პირადად ყველა პროფესიონალის აზრს, მსჯელობას, განხილვას მივესალმები, რაც მეტი იქნება მით უკეთესი, თუმცა დღეს დახვრეტამდე რომ მიდგეს საქმე (ალბათ ძალიანაც უნდათ, პათოსზე ეტყობათ) დახვრეტდნენ სიამოვნებით გიორგი კანდელაკს ამისთვის ! რატომ? იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვს ? იმიტომ რომ არ ეთანხმება და აქვს საპირისპირო მოსაზრება ?
მაინტერესებს რატომ არ ეთმობა საეთერო დრო განსხვავებული აზრის მქონე პროფესიონალ ექიმებს? იმიტომ რომ იმ ხმაზე არ მღერიან ვისაც ვუყურებთ ყოველ დღე და დღეში ათჯერ ვისმენთ ერთი და იგივეს? საეთერო დრო ყველას უნდა ეთმობოდეს მგონი და არ უნდა იყვნენ ამ შემთხვევაში ტელეარხები მიკერძოებულები რაც დღეს დიდი ბოდიშის მოხდით მაგრამ ნათლად სჩანს!
თუ ასე არ არის მაშინ რატომ არ იწვევენ ორივე მხარეს? რატომ არ სურთ კითხვების დასმა თუ რატომ ფიქრობს პროფესიონალი ექიმი ასე? ძალიან საინტერესო იქნებოდა ორივე მხრიდან ზუსტად რომ პროფესიონალი ექიმების, მეცნიერების და ა.შ. მოსმენა! მიმოიხედონ რა ხდება მსოფლიოში ისრაელის, ევროპის წამყვანი ქვეყნების ტელე არხებზე იგივე ამერიკაში შეიხედონ, პირდაპირი ეთერში იწვევენ ზუსტადაც რომ განსხვავებული აზრის მქონე მეცნიერებს, იმუნოლიგებს და აძლევენ განხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებას და მიდის ორივე მხრიდან მსჯელობა, იქ რატომღაც არავის მიაჩნია განსხვავებული მოსაზრების გაჟღერებით რომ ვინმე ვინმეს შეურაცხყოფს, ეს არის სამედიცინო კულტურა და ოდითგან ასე იყო! რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს კოლეგის აზრი უხერხულია, უხერხული ზუსტად რომ კოლეგებისგან შეტევა, დაცინვა, ქილიკი ცუდი სანახავია და ცუდი მაგალითი!”
კომენტარები