სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ინფექციური საავადმყოფოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ნაცხლისტი ბანდერლოგები!
საქართველოს დაქცევის ყველა გზას მათ ჯოჯოხეთურ 9 წლამდე მივყავართ!
ოცნებას უთხრიდნენ ორმოს და ისევ თვითონ ჩაეყარნენ!
წაიკითხეთ! განსაკუთრებით , “გულანთებულმა ახალგაზრდებმა” , “სისტემის შეცვლას ” რომ ითხოვთ, ნაცანალებისგან გამოსულელებულები!
სააკაშვილმა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია – 40 ჰექტარი ყაზბეგის გამზირზე – “ავერსს” 12 მილიონად მიჰყიდა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ერთადერთი ცენტრი იმავე შენობებში მდგმურად გადააქცია! ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად უნდა მოიძიონ, რა პირობით გადაეცა ეს უზარმაზარი ტერიტორია “ავერსს” და რა გარიგება დაიდო სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და “ავერსის” მფლობელ კურტანიძეს შორის…
საავადმყოფოს ადმინისტრაცია უკვე წლებია, ქირას უხდის “ავერსს” და მისგან შენობების გარემონტების უფლებას ითხოვს.
ამ უფლებას “ავერსი” არ აძლევს მდგმურ სახელმწიფოს და არც თვითონ არემონტებს!.. ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, სააკაშვილმა რა პირობით გადასცა “ავერსს” ინფექციური საავადმყოფო და დღემდე რატომ არის მდგმურად ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლინიკა. ბოლო დღეებმა დაადასტურა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს და მის სამედიცინო პერსონალს უდიდესი მისია დაეკისრა: ისინი არამხოლოდ ლოკალურ და ყოველდღიურ, არამედ გლობალურ პრობლემას შეეჭიდნენ.
მარინა ეზუგბაია (2017 წელი):
“მომისმინეთ ყველამ, ვისაც გეხებათ!
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის საყრდენი ბაზა გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა და განვითარდა წარსულში ჩვენი დარგის საამაყო წარმომადგენლების მიერ და დღემდე მოიტანეს არა მარტო პროფესიაში, არამედ საზოგადო საქმიანობაშიც მოამაგე წარმატებულმა მეცნიერებმა – ე. ბოცვაძემ და ვ. ბოჭორიშვილმა.
ამ ცენტრის ბაზაზე ხანგრძლივი, დაუზოგავი მუშაობის შედეგად აღორძინდა, როგორც ერთერთი, განსაკუთრებით წარმატებული დარგი. ინფექციური დაავადებების მართვის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად შეიქმნა ნეიროინფექციების, ვირუსული ჰეპატიტების სკოლები, რომელსაც მოგვიანებით შეემატა აივ-შიდსის სამსახური თ. ცერცვაძის ხელმძღვანებლობით, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია, წარმატებით ხელმძღვანებლობს უკვე ერთიან სამსახურს – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს, რომელმაც ქვეყანას ააშორა აივ-შიდსის ეპიდემია და ქვეყანაში პერიოდულად სხვადასხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიები მინიმალური ფიზიკური თუ მატერიალური დანაკლისებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი ცენტრის, ვირუსული ჰეპატიტების სკოლის თავდაუზოგავი საქმიანობის შედეგი – მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოქცეული, საქართველოში განხორციელებული, წარმატებული პროექტი „C ჰეპატიტის ელიმინაცია”. ამ პროექტმა საქართველოს მოსახლეობის 6%-ს (200 000 ადამიანზე მეტს) დაუბრუნა მომავლის იმედი და ა. შ.
დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენი ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზე, რომელსაც 2009 წლიდან ვახორციელებთ უკვე „მდგმურების სტატუსით“ ავერსისთვის მიყიდულ ჩვენი ცენტრის ყოფილ ტერიტორიაზე, განადგურებული ინფრასტრუქტურის ბაზაზე, გაუსაძლის პირობებში. ეს ყველასთვის სამარცხვინოა.”
კარგად ჩაიხედეთ მასალებში!” – წერს გიორგობიანი.
კომენტარები