გორის მერი, კოტე თავზარაშვილი, დუმილს არღვევს და ტვ ,,პირველთან” ფილების შესაძლო მითვისების სკანდალთან პირველ განმარტებას ხმაურიანი რეპორტაჟის გასვლიდან 24 საათის შემდეგ აკეთებს და ამბობს:
ტენდერი გამოცხადებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, დაფინანსება გააკეთა მსოფლიო ბანკმა, მე ამ პროექტთან არავითარი შეხება არ მაქვს.
რაც შეეხება ფილების გადამალვას, ეს არის ტყუილი. ეს ფილები არაიდენეტურია, რაც მიწყვია მე ეზოში, არის განსხვავებული, როგორც ფერით, ისე ზომით, არავითარი შეხება არ აქვს იმ ფილებთან, რომლიტაც რეაბილიტაცია მიდის ქუჩის“
გუშინ გვარცელდა ინფორმაცია, რომ კოტე თავზარაშვილს ტროტუარებისთვის განკუთვნილი ფილები ეზოში აქვს გადამალული. “ტვ პირველის” ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო მასალა გორის მერმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ე.წ. “ატკატის” სახით მიიღო.
კომენტარები