ლიკა ზაქარაია ამტკიცებს, რომ მისი დედა არასწორმა მკურნალობამ და ექიმების დაუდევრობამ იმსხვერპლა. შემთხვევა ორი კვირის წინ თბილისში მოხდა.
მისივე თქმით, მოხუცი მაღალი ტემპერატურის გამო დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მას ანტიბიოტიკებს საერთოდ არ აძლევნენ. ზაქარაიას განმარტებით, კლინიკის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ სიცხის დამწევი პრეპარატები არ ჰქონდათ და წამლები თავად ოჯახს უნდა მოეტანა.
დედისთვის ყველაფერს ვაკეთებდი კლინიკაში, ექიმი ან არ შემოდიოდა, ან თუ შემოვიდოდა, იქ მწოლიარე აზერბაიჯანელ პაციენტს აქცევდა ყურადღებას. ანალიზებს როცა გაუკეთებდნენ, პასუხს აგვიანდებოდა. წნევის გაზომვა რომ სჭირდებოდა დედას, ექთანი ამბონდა, ჩემი მუშაობის დრო უკვე დასრულდაო. მოგცემთ აპარატს და თავად გაუზომეთ წნევა და სატურაციაო. როცა დედას სიცხე უწევდა, კორიდორში სათობით მიწევდა ყვირილი, რომ დამწევი მოეცათ. რა თქმა უნდა, სამართლებრივ დავას დავიწყებ, რადგან იქ უამრავი ადამიანი იღუპება”- აცხადებს “ტვ პირველთან” ლიკა ზაქარაია.
ბრალდებებს კლინიკაში, რომელიც “ევექსის” ქსელს ეკუთვნის, უპასუხეს – ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ალექსი ვაჩაძე ირწმუნება, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის გამო დამძიმდა, რომ მას კორონავირუსთან ერთად, თანმდევი ქრონიკულ დაავადებებიც ჰქონდა.
დედის ქრონიკული დაავადებების შესახებ ექიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლიკა ზაქარაია არ ადასტურებს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები