“2020NEWS“-ის ინფორმაციით, დღეს, 6-ის ნახევარზე “ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი შტაბი გაიხსნება.
როგორც “2020NEWS”-თან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, სააკაშვილის პირადი შტაბის გახსნა პარტიაში აქტივისტების გაზრდას შეუწყობს ხელს.
“ეს შტაბი დამატებით რესურს მოიზიდავს, კერძოდ, ახალგაზრდებსა თუ საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომელიბიც არ არიან ამა თუ იმ პარტიაში გაწევრიანებული“,- განაცხადა გიცირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადი შტაბის შექმნა 9 თებერვალს დააანონსა და განაცხადა, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
“ეს ნიშნავს ჩემს პირად ჩართულობას, რათა პირველ რიგში დავეხმარო “ნაციონალურ მოძრაობას”, სხვა დანარჩენ ოპოზიციურ ჯგუფებს და არა მხოლოდ ოპოზიციურს”
კომენტარები