ფორმულას ინფორმაციით, “მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატი სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე იქნება. ამის შესახებ პარტიაში ჯერ არ საუბრობენ. პოლიტიკური პლატფორმის, “მესამე ძალის” პრეზენტაცია დღეს, 30 აგვისტოს 21 საათზეა დაგეგმილი, კანდიდატებს კი პირველ სექტემბერს დაასახელებენ.
თბილისის მერობის კანდიდატობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ვანო მაჭავარიანთან და ხათუნა ლაგაზიძესთანაც, თუმცა არ შედგა.
ჟურნალისტებთან საუბარში სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად “მესამე ძალაში” ერთიანდება ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები