ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს, შესაბამისად ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტი იმყოფება.
„ახლად შემოსული 5 პაციენტის გარდა, ყველა შემოსულ პაციენტს ავუღეთ მასალა კვლევისათვის. პასუხს ლუგარის ცენტრიდან დღის განმავლობაში მივიღებთ. ის პაციენტები, რომლებსაც არ აღმოაჩნდებათ და სავარაუდოდ არც ერთს არ აღმოაჩნდება კორონავირუსი, გადავიყვანთ. გუშინ 22 პასუხი მივიღეთ და ყველა უარყოფითი იყო და ყველა გავწერეთ”- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე
კომენტარები