3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა +21-დან +26 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17-დან +22 გრადუსამდე იქნება. რაც შეეხება დღეს, 2 მარტს, საქართველოში დღის საათებში +12-დან +17 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დედაქალაქში კი დღეს, 2 მარტს +13-15 გრადუსი ფიქსირდება, ხოლო ხვალიდან, 6 მარტის ჩათვლით მოსალოდნელია +19 და +21 გრადუსები.
კომენტარები