საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკის თაობაზე ჟურნალისტებს პასუხობს და ამბობს:
“ეს მისი აზრია… ანუ თქვენ არგუმენტი არის, რომ ერთი ევროპარლამენტარი დეპუტატის აზრი არის ევროკავშირის [პოზიცია]. სად ამოიკითხეთ ევროკავშირის პოზიციაში, რომ საქართველო კურსს იცვლის, სად ამოიკითხეთ?
შესაძლოა, ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომ გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მძიმედ არ დააწვება… ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ ეს არის სამყაროს დასასრული, რომ ეს არის დასრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის… საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსის შეუქცევადობასთან დაკავშირებით…”
“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა მაკროფინანსური დახმარების პირობები, მეორე ტრანშისთვის [75 მილიონი ევრო], მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა. თქვენ არ შეგიძლიათ, უარი თქვათ იმაზე, რაზეც არ გაქვს უფლება. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან”, – წერდა კრამონი ტვიტერში.
კომენტარები